STV
რეგიონი

ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფქციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების სპეციალური ხსნარით დამუშავება.

სპეციალური ხსნარით ინტენსიურად მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში.სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს.

მუნიციპალიტეტში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც დარეკვა მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

ფოთში შეიზღუდა  რესტორნების, კაფე-ბარების, სარიტუალო სახლების მუშაობა. სრული დატვირთვით მუშაობს სუპერმარკეტები, აფთიაქები. სურსათის დეფიციტის საშიშროება მოსახლეობას არ ემუქრება.

Related posts

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეუფარდა

რედაქტორი

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს სენაკში მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

რედაქტორი

კახა მიქაია ბიძინა ივანიშვილს ზუგდიდში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით მიმართვას

რედაქტორი

დატოვე კომენტარი