STV
რეკლამა

ჩხოროწყუს მერმა მოხალისეებთან ერთად რიგების მოწესრიგებაში მიიღო მონაწილეობა

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მოხალისეთა ჯგუფის წევრებთან ერთად, რიგების მოწესრიგებაში მიიღო მონაწილეობა და მერიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ ბანკომატთან მოქალაქეებს შორის დისტანცია გააკონტროლა. 

ასევე დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მოხალისეებმა ბანკებსა და სასურსათო მაღაზიებში რიგები გააკონტროლეს. 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტში შექმნილია მოხალისეთა ჯგუფი,რომელიც ეხმარება რისკ ჯგუფში მყოფ ბენეფიციარებს. ისინი უზრუნველყოფენ სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებსა და სხვადასხვა ობიექტზე რიგების მოწესრიგებას, აკონტროლებენ მოქალაქეებს შორის დისტანციას. მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ სადილს სახლში მიუტანენ. საჭიროების შემთხვევაში ასრულებენ ასევე სხვა დამატებით სამუშაოს. 

მოხალისეთა ჯგუფის წევრები საქართველოს “წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა გადაამზადეს.

Related posts

მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, სენაკში ქალაქური სიმღერების საღამო გაიმართა

რედაქტორი

სენკში ხანდაზმულთა დღე აღნიშნეს

რედაქტორი

ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი, უკვე ორი თვეა გამწვანებით სამუშაოებს ახორციელებს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი