STV
რეკლამა

ხობში სამუშაო ჯგუფის წევრებთან და მოხალისეებთან შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია მერს გოჩა ქაჯაიას, საკრებულოს თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მოხალისეებს შეხვდა.

დეპუტატს, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია. ცენტრის დირექტორის განმარტებით, ხობის მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 36 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. ისინი, შესაბამისი სამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

მაჟორიტარმა დეპუტატმა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილ მოხალისეთა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიური საქმიანობის გამო და თანადგომას დაჰპირდა.

მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ, ბანკომატებთან მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ, ხანდაზმულ მოქალაქეებთან და მრავალშვილიან ოჯახებთან კი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ.

Related posts

საახალწლო კარნავალი სენაკის მეორე საჯარო სკოლაში (R)

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

რედაქტორი

ჩხოროწყუში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი