STV
რეგიონი

ზემო ქვალონში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. გზის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.

სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. 4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე (მეორე ეტაპი – 625 000) დაიხარჯება და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Related posts

კამპანიას ,,აჩუქე წიგნი” დღეს სენაკის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

რედაქტორი

ზუგდიდის სამი სოფლის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

რედაქტორი

кгв – წარწერა გრიგოლ ვაშაძის პლაკატებზე ზუგდიდში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი