STV
რეგიონი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადაიყვანეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ერთი პაციენტი გადაიყვანეს. მას შესაბამისი კვლევები უტარდება. 

“შემოიყვანეს მაღალი ტემპერატურით და ხველების ჩივილით და ამ წუთებში უტარდება კვლევები. ხვალ დილით გახდება ცნობილი პაციენტის საერთო მდგომარეობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია გითხრათ”, – ამბობენ საავადმყოფოში.

დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

Related posts

სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

რედაქტორი

სამეგრელოს გუბერნატორის პრესსამსახურს ისევ პაატა ლაგვილავა უხელმძღვანელებს

რედაქტორი

ზუგდიდის მიწისქვეშა გადასასვლელს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი