STV
პოლიტიკა

კახა მიქაია: სასწრაფოდ აღკვეთეთ ნაციონალური მოძრაობის თავნებობა

არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ზუგდიდში დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. მიქაია ხელისუფლებას მოუწოდებს სასწრაფოდ აღიკვეთოს “ნაციონალური მოძრაობის” თვითნებობა და დაეკისროთ მათ შესაბამისი პასუხისმგებლობა მომხდარზე.

” დღეს ზუგდიდში ნაციონალურმა მოძრაობამ ქალაქის შუაგულში მოქალაქეების მასობრივი შეკრებით უხეშად დაარღვია კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ და მოსახლეობის თითქოსდა დახმარების მიზნით, რაც პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგებით გამოიხატებოდა, საფრთხე შეუქმნა ადამიანების ჯანმრთელობას!!! მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას!!!

საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების უაპელაციო დარღვევით წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება, უზნეობაა და აპრიორი დამარცხებისთვისაა განწირული!!! გაუფრთხილდით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!!! დარჩით სახლში!!! მივმართავ ხელისუფლებას!!! სასწრაფოდ აღკვეთეთ ნაციონალური მოძრაობის თავნებობა და დააკისრეთ პასუხისმგებლობა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში!!!”- ნათქვამია კახა მიქაიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Related posts

დღეიდან საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაშია

რედაქტორი

გიორგი გახარია – მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ

რედაქტორი

პრემიერი – იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს უარესი და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი