STV
რეგიონი

კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ახალი კორონავირუსით (Covid-19) ინფიცირებული 67 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის მკურნალობას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადის და როგორც ექიმი ინფექციონისტი ლალი დარახველიძე აცხადებს, ამ ეტაპზე მისი თბილისში გადაყვანა არ იგეგმება.

ექიმის განმარტებით, პაციენტს არ აქვს თანმხლები დაავადებები და მხოლოდ ასაკის გათვალისწინებით ითვლება რისკ ჯგუფის წარმომადგენლად.

ლალი დარახველიძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პაციენტის ცოლი იმყოფება ახლა თვითიზოლაციაში.

ცნობისთვის, 67 წლის მამაკაცი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის მცხოვრებია, ზუგდიდის ინფეციურ საავადმყოფოში 25 მარტს შეიყვანეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს – 20 მარტს დაბრუნდა საქართველოში და მას შემდეგ ექიმების მტკიცებით, თვითიზოლაციის წესებს მკაცრად იცავდა.

ჯამში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტია. აქედან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი.მეორე კი, ანაკლიის სკარანტინო ზონიდან 25 მარტს, გვიან ღამით შეიყვანეს. მას ექიმები აკვირდებიან.

Related posts

სოფელ ტალერში მეზობლის მკვლელობისთვის ბრალდებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

რედაქტორი

სენაკში, ,,ექვთიმე ღვთისკაცის’’ საჯარო ჩვენება გაიმართა

რედაქტორი

წალენჯიხაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი