STV
რეგიონი

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით 4 პირი ზუგდიდის ინფექციურში მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ ოთხი პირი მოათავსეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

” ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში შემოვიდა ოთხი პაციენტი შემდეგი სიმპტომებით: ცხელება და ხველა. ოთხ პაციენტს შორის არის ერთი მცირეწლოვანი. აქვე შემიძლია გითხრათ რომ ეს არის თურქეთის ისტორია. ჯერჯერობით ოთხივე პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური და სავარაუდოდ ანალიზები უახლოეს საათებში გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში”,-აცხადებენ ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურში მკურნალობას ექვსი პირი გადის, მათ შორის, ერთ-ერთს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

Related posts

სენაკის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად 100 000 ლარს გამოყოფს

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია – თითოეული მოქალაქე ვალდებულია, პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის პირველ პრეზიდენტს

რედაქტორი

ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი