STV
რეკლამა

სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები. სოფელ ხაბუმეში N3 საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სტრატეგიული მნიშვნელობის ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მშენებლობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი ადგილზე გაეცნენ.

სკოლის შენობა ავარიული იყო და მოსწავლეებს უკიდურესად მძიმე პირობებში უხდებოდათ სწავლა ,რის გამოც მოხდა ძველი სკოლის შენობის დემონტაჟი და სასწავლო პროცესი ნაქირავებ კერძო სახლში მიმდინარეობდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით აქ 2021 წლიდან მოსწავლეები სრულიად ახალ , თანამედროვე სტანდარტების სკოლაში გააგრძელებენ სწავლას.

შენობა აღიჭურვება ახალი ინვენტარითა და ტექნიკით. დაწესებულება ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. პროექტის ბიუჯეტი 1 214 000 ლარს შეადგენს. სკოლა გათვლილია 60 მოსწავლეზე.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სკოლის ეზო და მინი მოედანი, ასევე, ავტოსადგომი. გათვალისწინებულია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოემსახურება სასკოლო ავტობუსი.

Related posts

სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

რედაქტორი

ჩხოროწყუს ბაღის აღსაზრდელების ოჯახები პროდუქტს სახლში მიიღებენ

რედაქტორი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი