ახალი ამბები კულტურა რეგიონი

აბაშაში სახალხო დღესასწაული აბაშობა 2022 აღინიშნება

აბაშაში სახალხო დღესასწაული აბაშობა 2022 აღინიშნება. დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა საპატიო აბაშელების და კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოვების ცერემონია. აბაშის ცენტრში გამოფენილია ადგილობრივი ხელოვანების ნამუშავრები. მოეწყო ფოტოგამოფენა ,,აბაშა 100 წლის წინ“.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კონცერტები გაიმართება. ადგილზე მოწყობილია ეთნოკუთხეები, ტარდება მეგრული კერძების მასტერკლასები. ღონისძიებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან, აბაშის მერთან გიგა გაბელაიასთან და პარლამენტის წევრ ლევან მგალობლიშვილთან ერთად ესწრება. აბაშობა ჯგუფ „ბანის“ კონცერტითა და ფოიერვრკით დასრულდება.

Related posts

სოციალურ ქსელში ხატია ჯანაშიას სკანდალურ სტატუსს ზუგდიდის მერი გამოეხმაურა

რედაქტორი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება

რედაქტორი

სახცენოსნო კლუბ „ხარებას“ სახელმწიფო რწმუნებული ესტუმრა

დატოვე კომენტარი