- აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში კაცმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა აბაშის საავადმყოფოში გადაიყვანა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის ბრალს აღიარებს.