კრიმინალი

აბაშის რაიონის სოფელ გეზათში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს თავს დაესხნენ

აბაშის რაიონის სოფელ გეზათში მოქალაქემ ორი პოლიციელი დაჭრა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შალვა მიმინოშვილი და ბაკურ ჭკადუა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ქუჩაში პატრულირებდნენ.  მათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი შენიშნეს და გადამოწმების მიზნით მასთან მივიდნენ. რა დროსაც მოქალაქე გოჩა ცხვედიანმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციელები მის გადაყვანას შეეცადნენ,  თუმცა მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შალვა მიმინოშვილს დანით მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა, მისი მეწყვილე კი ხელის არეში დაჭრა.

შალვა მიმინოშვილი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პატრულის მეორე თანამშრომელს კი სტაციონალური მკურნალობა არ დასჭირდა. თავდამსხმელი გოჩა ცხვედიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.

Related posts

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში კაცმა მეზობელი მაკრატლით დაჭრა

რედაქტორი

უკრაინის პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა [ვიდეო]

რედაქტორი

ზუგდიდში, გვიან ღამით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე დაკავეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი