ახალი ამბები

,,აგრო მოტორსში’’ რეგიონების სტუდენტებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სფეროში ტრეინინგი ჩატარა

  • ,,აგრო მოტორსში’’ რეგიონების სტუდენტებისთვის, რომლებიც აგრო სფეროს სპეციალობას ეუფლებიან, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და აგრეგატების გამოყენების მიმართულებით ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს ,,აგრო მოტორსი’’-ს დამფუძნებელი, აკაკი გოგსაძე უძღვებოდა.

შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ექვსთვიანი სტაჟირების პროგრამის ნაწილია, რომელსაც ახალგაზრდა აგრონომებისთვის გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებს. აღნიშნულ პროექტში ჩართული სტუდენტები ,,ჯონ დირი“-ს სასოფლო-სამუერნეო ტექნიკის გამოყენების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ და დარგის სპეციალისტთა გამოცდილება გაიზიარეს.

კომპანიის ხელმძღვანელმა სტუდენტებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია აგრო ტექნიკის მუშაობის, მისი სპეციფიკის და მახასიათებლების შესახებ.

თეორიულ ნაწილის შემდეგ, სტუდენტებისთვის საველე ნაკვეთებში პრაქტიკული ნაწილით გათვალისწინებული აქტივობები ჩატარდა. მანამდე, ახალგაზრდებს ,,აგრომოტორი’’-ს თანამშრომლებმა დეტალურად აუხსენს უსაფრთხოების წესები და მისი დაცვა ტექნიკის გამოყენებისას. პროექტის მონაწილეებმა თავად მართეს ტექნიკა, ჩააბეს აგრეგატები და ჩაერთვნენ საველე სამუშაოებში.

ტრენინგში ახალციხის, ქუთაისის, ბათუმისა და აგარარული უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადაეცათ. კომპანია ,,აგრო მოტორსი’’-ს დამფუძნებელმა ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასაც.

Related posts

პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განწესდა

რედაქტორი

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

რედაქტორი

სუსმა ზუგდიდში ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხეელები გამოკითხა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი