STV
კრიმინალი

ადამიანის გატაცების ბრალდებით სამეგრელოში 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ადამიანის გატაცებას, რომელიც გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. აღნიშნული ადამიანის გათავისუფლების სანაცვლოდ კი სოლიდურ გამოსასყიდს ითხოვდნენ.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეტებენ.

 

Related posts

აბაშაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია – დაკავებულია ორი პირი

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს

რედაქტორი

ფოთსა და სენაკში 20-მდე პირია დაკავებული

რედაქტორი

დატოვე კომენტარი