რეკლამა

ადგილობრივი ხელისუფლება ჩხოროწყუელ ოლიმპიელ ბაჩანა ხორავას შეხვდა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ჩხოროწყუელ ოლიმპიელ ბაჩანა ხორავას შეხვდნენ, რომელიც საქართველოს ღირსებას დაიცავს 32-ე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსნობის (სიგრძეზე ხტომა) დისციპლინაში.

მუნიციპალიტეტის მერმა ბაჩანა ხორავას წარმატებები უსურვა და ის წახალისების მიზნით, ფულადი პრიზით დააჯილდოვა.

დღესვე, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და ა(ა)იპ სასპორტო სკოლის გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა შეჯიბრი გარბენში,რომელსაც ბაჩანა ხორავა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მძლეოსნობის რეგიონალური ფედერაციის ხელმძღვანელ რეზო ბუკიასთან ერთად დაესწრო და მათთან ერთად გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადასცა.

Related posts

საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა სენაკში შეხვედრა გამართეს

რედაქტორი

სენაკის მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

რედაქტორი

თანადგომის აქცია სენაკის მერიისა და წითელი ჯვრის პროექტის ფარგლებში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი