STV
რეგიონი

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გამართა

  • ზუგდიდში, სასტუმრო „ ლეთოში“, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, პროექტის -„გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორმა – ნათია ღვინაშვილმა, ორგანიზაციის რეგიონალურ კოორდინატორებთან – თორნიკე ნადირაშვილთან და ლაშა არჩვაძესთან ერთად ევროპული ქარტიის პრინციპების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს წევრები ეკატერინე კიფაია, ოთარ ქადარია და სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით დაიწყო პროექტი – „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია“ განხორციელება, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში განხორციელდება, საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების სახელმძღვანელო გაიდლაინების შემუშავებასა და „ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან“ მათი მიერთების ადვოკატირებას ისახავს მიზნად.

Related posts

ზუგდიდში COVID 19-ზე მედიკოსების კვლევა მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო

რედაქტორი

“ენმ” ზუგდიდის ორგანიზაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი