შემთხვევა

ავტოავარია ზუგდიდის ცენტრში, არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე. ოპელის მარკის ავტომანქანა საპირისპირო მხრიდან მომავალ მერსედესის მარკის ავტომანქანას შეეჯახა. არიან დაშავებულებიც.

ექიმების განცხადებით, რეფერალურ საავადმყოფოში შეყვანილი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან, მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

Related posts

ერგეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საბავშვო ბაღი იწვის

რედაქტორი

კორცხელში მომხდარი ავტოავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

რედაქტორი

სოფელ ფახულანში ხანძარს 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

დატოვე კომენტარი