ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი “ჰონდას” მარკის ავტომბილის მძღოლმა, რომელიც მანქანას, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა საინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.