ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე. ერთმანეთს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მანქანა და მსუბუქი ავტომანქანა ფოლსვაგენ ჯეტა შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ 276 მუხლის 2-ე ნაწილით.
როგორც სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, მას სირენა ჩართული ჰქონდა და ავადმყოფი გადაჰყავდა. რაც შეეხება მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს ის ახალგაზრდა ქალბატონია და ისიც გადაყვანილია ჰოსპიტალში.