STV
შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში – დაშავებულია მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყართან რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოპედს დაეჯახა, რომელიც სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავტოავარიის შედეგად მოპედის მძროლი მძიმედ დაშავდა. როგორც ექიმები ამბობენ მისი მდგომარეობა მძიმეა და კომატოზურ მმდგომარეობაში იმყოფება. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი და უტარდება კვლევები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. გზის მონაკვეთი, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ამ დრომდე გადაკეტილია.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

Related posts

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით 41 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

რედაქტორი

მესტიაში, კურორტ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა

რედაქტორი

სოფელ ონარიაში ჯიქიების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი