- ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში – ავარიის შედეგად პატრულ-ინსპექტორი მსუბუქად დაშავდა. STV NEWS-ის ინფორმაციით, ერთმანეთს საპატრულო პოლიციის მანქანა და ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევა სენაკში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე ცოტა ხნის წინ მოხდა.