STV
შემთხვევა

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჭითაწყარში

  • რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყართან, რომლის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოტოციკლი ცენტრალურ მაგისტრალზე გადაბრუნდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Related posts

ზუგდიდში თოვლის ბაბუა მოიპარეს

რედაქტორი

სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

რედაქტორი

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ჭერი ჩამოინგრა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი