- ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის მოზარდი ოპერაციის შემდეგ კატასტროფის ბრიგადამ ქალაქ თბილისში, ციციშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
ცნობისთვის, დიდი სისწრაფით მიმავალი მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულე მოზარდს ზუგდიდი – წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე დღეს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება, შს სამინისტრომ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.