რეგიონი

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები – შეხვედრა სამეგრელოს გუბერნატორთან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს მალხაზ თორიას შეხვდა. შეხვედრაზე, მიმდინარე წელს დაგეგმილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები განიხილეს.

გიორგი ხანიშვილმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებისგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა ღონისძიებების გატარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას. სამეგრელო- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს სამინისტროსთან, რათა ფერმერებმა კვლავაც მაღალი ხარისხის მოსავალი მიიღონ.

„ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოების მოსამზადებელი ეტაპი სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერებთან, სადაც განვიხილეთ ერთობლივი სამუშაოები. მავნებელთან ბრძოლის საკითხებში ჩვენი ქვეყანა სხვებისთვის სამაგალითოა და ეს აისახა გასული წლის მოსავალზეც, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად კვლავ აქტიურად იქნება ჩართული მავნებლის წინააღმდეგ განსახორციელებელ სამუშაოებში“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ რეგიონში მობილიზებულია ყველა რესურსი და უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა.

Related posts

ბზობის დღესასწაული ზუგდიდში

რედაქტორი

უგზოობა გააპროტესტეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია აშშ-ს საელჩოს განსახლების, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს კოორდინატორს შეხვდა

დატოვე კომენტარი