რეგიონი

ათონის მთაზე მოღვაწე ბერს გიგა ქავთარაძეს ამ წუთებში ბრალს აცნობენ.

დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ, ათონის მთაზე მოღვაწე ბერს გიგა ქავთარაძეს, ამ წუთებში ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს ოფიციალურად აცნობენ.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა ჯიტა გულუამ განაცხადა, ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა რომან მალანიამ დუმილი დაარღვია და თქვა რომ ჩანთა სადაც ნარკოტიკები იყო ბერს ეკუთვნოდა და ის მხოლოდ მის გადატანაში მონაწილეობდა.

მისივე თქმით, დაკავებულების ჩვენებები ერთმანეთს ემთხვევა და ბერი დანაშაულს აღიარებს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია.

ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რ.მ-ს სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება.

Related posts

ზუგდიდში, ყოფილი მერის ლაშა გოგიას სახლ-კარი იყიდება

რედაქტორი

სამეგრელოში უამინდობის გამო გამოწვეული დაზიანების ნაწილის აღდგენა სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ოპერატიულად მოახდინა

სამეგრელოში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებისა და აფხაზეთის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი