ახალი ამბები

აკაკი გოგსაძე- კენკროვანი კულტურის პოლონური ბრენდის ტექნიკა საქართველოში შემოგვყავს

  • ,,აგრო მოტორსი’’ საქმიანობას აფართოებს და ქართულ ბაზარზე, ახალი პოლონური ბრენდის იაგონდას ტექნიკა შემოჰყავს. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო წლებში კენკროვანი კულტურების მოშენება საქართველოში აქტუალური გახდა, მოთხოვნა გაიზარდა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საექსპორტო მიმართულებით.

,,კენკროვანების ბაზარზე , ისევე როგორც სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებში დღეს არსებული გამოწვევებიდან, ერთ-ერთად შესაძლებელია ჩაითვალოს თანამედროვე ტექნიკის ნაკლებობა ან ამ ტექნიკის გამოყენების ნაკლები გამოცდილება, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. სწორედ ამ მიზეზებიდან და ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწვიტეთ ქართველ ფერმერებს შევთავაზოთ სრულიად ახალი, პოლონური ბრენდის ტექნიკა და მივაწოდოთ მომხარებლებს შეკვეთიდან ყველაზე ოპტიმალურ ვადებში’’-აცხადებს აკაკი გოგსაძე.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ,,აგრო მოტორს” აქვს მრავალწლიანი გამოცდილება აგრო ტექნიკის დარგში და ამ სეგმენტში იკავებს ბაზრის 20-30%, რაც შვიდწლიანი არსებობის მანძილზე საკმაოდ კარგი მიღწევაა.

,,სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქართველ ფერმერებს შევთავაზოთ სრულიად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ბრენდის პროდუქტი, რომელსაც აქვს მრავალფეროვანი არჩევანი- ეს იქნება კენკროვანი მოსავლის ამღები თვითმავალი კომბაინი , მისაბმელი კომბაინი კენკროვანი კულტურებისთვის, სარეველების ამოსაღები ჰიდრავლიკური მანქანა, ვენახისა და ბაღების კტივატორი , კენკროვანი კულტურის ნერგების სარგავი, ჰერბიციდის შესასხურებელი მოცვის ბუჩქებისთვის , ხეხილის ბაღისთვის და ა.შ. ‘’-აცხადებს აკაკი გოგსაძე

Related posts

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სწავლა განაახლა

რედაქტორი

პროკურორი – ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ავთენტურია

ზუგდიდის საკრებულომ ყოფილ მერს უფლებამოსილება შეუწყვიტა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი