რეგიონი

ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში, 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა დაათვალიერა

მარტვილის,აბაშის,ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალექსანდრე მოწერელიამ ქალაქ წალენჯიხაში, 150 მოსწავლეზე გათვლილი, ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლის მშენებლობა დაათვალიერა.

ამ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოები მასთან ერთად დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონიამ, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ და მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, დამონტაჟდება ცენტრალიზებული გათბობა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი.

შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ასრულებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 3 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

Related posts

სოფელ ეწერში საავტომობილო გზის 6.2 კილომეტიანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რედაქტორი

მნიშვნელოვანი პროექტები წალენჯიხაში 2013-2018 წლები

სალომე ზურაბიშვილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა

დატოვე კომენტარი