ექსკლუზივი

ალექსანდრე მოწერელიას ჩხოროწყუს ბიურო მისმა ხელმძღვანელმა დატოვა

აბაშა, მარტვილი,ჩახოროწყუ, წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუროს ხელმძვანელმა გოგა თოლორდავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ STV NEWS-მა რამდენიმე წუთის წინ ექსკლუზიურად შეიტყო.

STV NEWS ინფორმაციის ნამდვილობა გადაამოწმა და თავად გოგა თოლორდავას დაუკავშირდა. თოლორდავას განცხადებით, მად მართლაც დატოვა ბიურო, რადგან ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელი იყო.

“მე გახლავართ “ქართული ოცნების” გუნდის წევრი და ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჩემთვის მიურებელი იყო ალექსანდრე მოწერელიას გადაწყვეტილება. ამიტომაც მე ნამდვილად დავტოვე მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო”-აცხადებს გოგა თოლორდავა და დასძენს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო მაჟორიტარი დეპუტატის გადაწყვეტილება, რომელმაც გამარკვება “ქართული ოცნების” მხარდაჭერით მოიპოვა.

Related posts

ინციდენტი ზუგდიდში – უცნობი პირები “ნიკორას” მაღაზიაში შეიჭრნენ და თანამშრომლები სცემეს

რედაქტორი

აპირებს თუ არა მოსვლას “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ახალი გუნდით?

რედაქტორი

გიორგი გახარია მომავალ კვირას სავარაუდოდ სამეგრელოს ეწვევა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი