არჩევნები 2020

ალექსანდრე მოწერელია:ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილობრივების მხრიდან გამოკვეთილი პრობლემები გადაიჭრას

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში ნორიოსა და წყემის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.

„ვიმსჯელეთ სოფლის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. ამ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დღესაც ინტენსიურად მიმდინარეობს. უმთავრესი პრობლემა უკვე გადაიჭრა – მაცხოვრისკარში შენდება ახალი სკოლა, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. ორივე სოფელში აშენდა ახალი საბავშვო ბაღიც. დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო გარეგანათებები, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები. გარდა გაკეთებული კარგი საქმეებისა, ვისაუბრეთ არსებულ პრობლემებზე. მთავარი გამოწვევა არის შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოფლების გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილობრივების მხრიდან გამოკვეთილი პრობლემები გადაიჭრას და ყველა სოფელი იყოს კიდევ უფრო ძლიერი და წარმატებული“. – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ადგილობრივზე დადებითად აისახება

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანმა საზოგადოება ,,ზუგდიდელის“ წევრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი