რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია ბრაიან კინგთან ერთად სოფელ მუჟავას ესტუმრა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შესახვედრად USAID-ის პროექტის ,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელთან, ბრაიან კინგთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული ვიზიტი გუბერნატორმა მუჟავაში, ჭალესა და ფახულანში მცხოვრებ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმა.

სოფლის ახალგაზრდების მიერ შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა, გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ, კაბინეტიდან ღია სივრცეში გადაინაცვლეს და სოფლის განვითარების საკუთარი კონცეფცია USAID-ის პროექტის ხელმძღვანელს ადგილზე, მუჟავაში გააცნეს.

სამმხრივ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის გაძლიერების პოტენციალზეც ისაუბრეს. ასევე, ახალგაზრდებმა სტუმრებს ტურიზმის განვითარებისთვის მიმზიდველი ადგილები დაათვალიერებინეს.

,,ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ბრაიან კინგმა ახალგაზრდების კონცეფცია დადებითად შეაფასა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

Related posts

ჩხოროწყუს მერმა 9 წლის გიორგი ბერიას სამედიცინო ეტლი გადასცა

„სად მივდივარ? – მიშას დასაბრუნებლად მივდივარ“- ენმ-ს სამეგრელოს აქტივი თბილისში აქციაზე გაემგზავრა

რედაქტორი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

რედაქტორი

1 კომენტარი

თამარი September 15, 2018 at 6:55 pm

მსგავსი შეხვერები ძალიან კარგია ახალგაზრდებთან.წარმატებები.ისე დიდი სურვილი მაქვს რომ განმუხურის ახალგაზრდე საც შეხვდეთ.გვაქვს სააო ფართო და გვყავს აქტიური ახალგაზრდები და ასევე გვაქვს პრობლემებიც რომლის გადაჭრაშიც თქვენი იმედი გვაქვს

პასუხი

დატოვე კომენტარი