STV
არჩევნები 2020

ალექსანდრე მოწერელია – მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აბაშაში მეწარმეებს და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

„აბაშელ მეწარმეებთან, ფერმერებთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს სოფლის მეურნეობისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ყურადღება გავამახვილეთ პროექტზე „სახელმწიფო – შენი პარტნიორია“, რომელიც 1 სივრცეში აერთიანებს და კიდევ უფრო ამარტივებს წვდომას რეგიონებში მეწარმეთა და ფერმერთა მხარდამჭერ პროგრამებზე. განვიხილეთ ეკონომიკურ სფეროში არსებული გამოწვევები, სიახლეები და დაგეგმილი რეფორმები. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რაში სჭირდებათ მათ ხელშეწყობა და დახმარება. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უჭერს მხარს მეწარმეობას, ფერმერულ მეურნეობასა და ბიზნესის განვითარებას. მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის განვითარება კი, ნიშნავს ოჯახებში გაზრდილ შემოსავალს და ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში.- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

Related posts

ალექსანდრე მოწერელია – ჩემი მიზანი მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრები დაიწყო

რედაქტორი

არჩილ თალაკვაძე – ძნელად წარმომიდგენია, რომ ზუგდიდი იმსახურებდეს სხვანაირ ადამიანს, თუ არა ისეთ განათლებულ, გამოცდილ, წესიერ და პროგრესულ კაცს, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი