არჩევნები 2020

ალექსანდრე მოწერელია ოჯახთან ერთად დენდროლოგიურ პარკს სტუმრობდა

  • აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს „ ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ოჯახთან ერთად შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში იმყოფებოდა.

“დღეს, ჩემს ოჯახთან ერთად შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი დავათვალიერე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ რეგიონისთვის განხორციელებული კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტია. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავიზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში. პარკი ადგილობრივი თუ მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს.

დენდროლოგიურ პარკში 18 ჰექტარზე გაშენდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადმორგული 29 უნიკალური სახეობის 200-ზე მეტი გიგანტური ხე. 42 ჰექტარზე კი, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან, წლების განმავლობაში შემოტანილი სხვადასხვა ეგზოტიკური სახეობის ათასობით ხე-მცენარეა წარმოდგენილი. მცენარეებთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, რომელთა უმეტესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე ასწლოვან მცენარეებთან ერთად გაშენებულია ბამბუკების კორომი.

აუცილებლად უნდა ესტუმროთ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს, რადგან დამთვალიერებლებს დაუვიწყარი სანახაობა და ეგზოტიკური ფრინველებით დასახლებული ტბა გელოდებათ.“- წერს სოციალუირ ქსელში ალექსანდრე მოწერელია

Related posts

ალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერებაა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუელ პედაგოგებს შეხვდა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემს უმთავრეს ვალდებულებას წარმოადგენს, რომ ვიყო თითოეული ზუგდიდელის კეთილსინდისიერი ხმა საქართველოს პარლამენტში

რედაქტორი

დატოვე კომენტარი