STV
არჩევნები 2020

ალექსანდრე მოწერელია – პედაგოგები ზრდიან თობებს, რომლებმაც უნდა ააშენოს ძლიერი და წარმატებული ქვეყანა

  • აბაშის, მარტვილის, ჩოროწყუსა და წალენჯიხის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აბაშის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ პედაგოგებსა და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-მასწავლებლებს შეხვდა .

“პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი და წარმატებული ქვეყანა. განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებების დასაძლევადაც სწორედ პედაგოგთა ცოდნა და მონდომება გვჭირდება. დღეს აბაშელ პედაგოგებსა და სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-მასწავლებლებს შევხვდი. ყველა ის სიახლე განვიხილეთ, რომელიც სასწავლო გარემოსა და პედაგოგთა სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. 2013 წლიდან დღემდე აშენდა 7 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საბავშვო ბაღს. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის 45 პროექტი განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფელ მაცხოვრისკარში შენდება ახალი სკოლა. მომავალი სასწავლო წლიდან აქაურ ბავშვებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნებათ. ჩვენი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით ემსახურება პედაგოგებს და მიზნად ისახავს მასწავლებლის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული ქვეყანაში, მათი სოციალური გარანტიები გავაუმჯობესოთ და ამ პროფესიას სათანადო პრესტიჟი ჰქონდეს, რადგან არავის შეუძლია ქვეყნისთვის გააკეთოს იმდენი, რამდენიც მასწავლებელს” – აღნიშნა შეხვედრაზე ალექსანდრე მოწერელიამ.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენთის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობა პრიორიტეტულია

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ ვაქციოთ ზუგდიდი ტურისტული მიზიდულობის ცენტრად

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირება დასრულდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი