STV
არჩევნები 2020

ალექსანდრე მოწერელია: პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი ქვეყანა, ამიტომაც მათი მისია დიდია საზოგადოების წინაშე

  • აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აბაშელ პედაგოგებს შეხვდა. გაწეული მუშაობის გამო მათ მადლობა გადაუხადა.

“განათლების სისტემაში პანდემიით გამოწვეულ დაბრკოლებებს სწორედ მასწავლებლების ცოდნით, მონდომებითა და შრომისმოყვარეობით დავძლევთ. მათ სრულიად მოულოდნელად მოუწიათ ახალ პლატფორმაზე გადასვლა, დისტანციურ რეჟიმში ონლაინგაკვეთილების ჩატარება. პედაგოგებმა შეძლეს, სასწავლო წელი წარმატებით დაესრულებინათ, არც ერთი მოსწავლე არ დარჩენილა განათლების მიღების გარეშე. პედაგოგები ზრდიან თაობებს, რომლებმაც უნდა ააშენონ ძლიერი ქვეყანა, ამიტომაც მათი მისია დიდია საზოგადოების წინაშე”. – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ განათლება ხელისუფლების პრიორიტეტია. დიდი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეებისთვის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას, ასევე მასწავლებლის პროფესიის ღირსეულად დაფასებას.

Related posts

ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ადგილობრივზე დადებითად აისახება

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრა ურთისა და აბასთუმნის მოსახლეობასთან

რედაქტორი

დატოვე კომენტარი