რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია ფოთის სამკერვალო ფაბრიკას ეწვია

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ფოთის სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილი” დაათვალიერა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში, პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში გაიხსნა და საექსპორტო სპორტულ სამოსს აწარმოებს. ამჟამად, ფაბრიკაში სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 900-მდე მოქალაქეა დასაქმებული. როგორც საწარმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, სულ 3000-მდე ადამიანის დასაქმება შეუძლიათ, რომლებიც, თავდაპირველად, სპეციალურ კურსებს თურქი სპეციალისტების დახმარებით გაივლიან. დასაქმებულების ტრანსპორტირებას ორგანიზაცია უზრუნველყოფს.

სამკერვალო ფაბრიკა დღეში 20 ათასამდე ერთეულ სპორტულ სამოსს აწარმოებს. პროდუქცია საერთაშორისო ბრენდების დაკვეთით იკერება და მისი რეალიზაცია ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის ბაზარზე ხდება.

ფაბრიკაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 25 მილიონ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებს სწორედ “აჭარა ტექსტილის” მიერ შეკერილი ფორმა აცვია, წარწერით “Made in Georgia”.

Related posts

ზუგდიდში სადეზინფექციო სამუშაოები დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს

რედაქტორი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეუფარდა

რედაქტორი

გიორგი გახარია: უნდა დავიწყოთ ლებარდეს გზის აღდგენა, რათა კურორტი ლებარდე, როგორც საქართველოს ბრილიანტი, აქტუალური გახდეს

რედაქტორი

დატოვე კომენტარი