რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია – “ქართული ოცნება” მმართველი პარტიაა, თუმცა მე ვმოქმედებ ჩემი უფლებებით

“ქართული ოცნება” მმართველი პარტიაა და ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია, თუმცა მე ვმოქმედებ ჩემი დებულების მიხედვით ანუ ჩემი უფლებამოსილებით”,-აღნიშნულის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ალექსანდფრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მოწერელიას განმარტებით, მისი უპირველესი სახელმძღვანელოა მხოლოდ კანონის მიერ მონიჭებული უფლებები. ისეთ ირიბ გამოყენებებს, როგორიცაა ზარები პარტიიდან, დარეკვები და ასე შემდეგ, ის არ აღიარებს.

“ის, რაც პირდაპირი წესით არ მევალება, ვერავინ ვერ დამავალდებულებს ამ საკითხების შესრულებაში. მე მაქვს მონიჭებული ის უფლებები, რაც ამ დებულებაშია მოცემული. ირიბი გამოყენება, ზარები, დარეკვები, ესენი, ისინი არ ვითვალისწინებ…”-განაცხადა მოწერელიამ და აქვე დასძინა:

“თუ მოხდება ისეთი შემთხვევა, რომ პარტიის აზრი იქნება სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო, მაშინ რა თქმა უნდა მოხდება სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება.

პარტიის მმართველობა კომუნისტურია. მაშინ მოგეხსენებათ თქვენ, რომ ქვეყანას პარტია მართავდა და სახელმწიფოებრივი ინტერესები გათვალისწინებული არ იყო. შესაბამისად მივიღეთ ის, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამიტომაც პარტიას არ უნდა ჰქონდეს ძალიან დიდი უფლებებიც (გუშინაც იყო ამაზე საუბარი).  მე ვიცი, რომ მმართველი პარტია არც ცდილობს, რომ მონოპოლიზება გაუკეთოს ამ უფლებებს”-აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

Related posts

ზუგდიდში დაკავებული ბესიკ დებუაძის გათავისუფლებას ითხოვენ [ვიდეო]

რედაქტორი

“ევროპულ საქართველოში” გაწევრიანებულ პირებს ზუგდიდში თავად “ოცნება” ვერ ცნობს

რედაქტორი

ჩხოროწყუს სკოლებსა და ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი