STV
არჩევნები 2020

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუში ფერმერ თემურ ავალიანის მოცვის პლანტაციაში იმყოფებოდა

„ქართული ოცნების“ აბაშის, მარტვილის, ჩოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეს რუსთაველის უბანში ფერმერ თემურ ავალიანის მოცვის პლანტაცია სტუმრობდა.

ადგილობრივმა ფერმერმა 2 წელის წინ, სახელმწიფო პროგრამის ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში პლანტაცია გააშენა. წელს მისმა მოსავალმა 2 ტონას მიაღწია. ფერმერი მოცვით ქართულ ბაზარს ამარაგებს. მოსავლის აღების პროცესში ადგილობრივი მუშახელი ყავს დასაქმებული.

მომავალში ფერმერი სამომავლოდ მოცვის პლანტაციის გაფართოებასაც გეგმავს. პროგრამის ,,დანერგე მომავლის“ მიმართ დაინტერესება სამეგრელოს რეგიონში დიდია, განსაკუთრებით მოთხოვნადია კენკროვანი კულტურების ქვეკომპნენტი. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტრამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს.

პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გააშენა.

Related posts

ირაკლი ხახუბია მხატვართა საერთაშორისო არტ-პლენერის დახურვას დაესწრო

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანმა თხილის სექტორში მიღწეულ შედეგები უშუალოდ ფერმერისგან მოისმინა

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუელ პედაგოგებს შეხვდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი