არჩევნები 2020

ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში შეხვედრებს განაგრძობს

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლების სარაქონის, მეორე ახუთის და ლესიჭინეს მოსახლეობას შეხვდა.

„ჩემი გუბერნატორად მუშაობის პერიოდიდან, ამ სოფლებში ადგილობრივებთან ერთად დავგეგმეთ და განვახორციელეთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. უკვე რეაბილიტირებულია საბავშვო ბაღები, მოწყობილია გარე განათება, დაგებულია გზები. ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ნაპირსამაგრი ჯებირები. აღსანიშნავია, რომ მეორე ახუთში საავტომობილო გზის 4 კმ-იან მონაკვეთზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. მდინარე ოჩხომურსა და ზანაზე ნაპირსამაგრი ჯებირები მოეწყობა, პროექტი გარდამავალია და 2021 წლის ნოემბერში დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოებზე დასაქმებულები არიან ადგილობრივები. ქვეყნის განვითარება რეგიონების განვითარებაზე გადის. ინფრასტრუქტურის განახლება, გაზის, ელექტროენერგიისა თუ წყლის სისტემების მოწესრიგება, აუცილებელი მინიმუმია ადგილებზე მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, რაც თითოეულ ადგილობრივზე დადებითად აისახება

რედაქტორი

ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხაში ექიმებს შეხვდა

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ჭითაწყარში, რიყესა და ნაწულუკუში გამართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი