ახალი ამბები პოლიტიკა

“ამ ადამიანს უნდა რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს?! დაგვცინით?!”- რომან გოცირიძე გიორგი ჩალაძეზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გიორგი ჩალაძე გეგმავს.  

ჩალაძის ამ განცხადებას მალევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე. 

როგორც გოცირიძე აცხადებს, კომიკური სახე მიიღო პროცესმა და პარტიაში არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს. 

“ამ ადამიანს უნდა, რომ პარტიის თავმჯდომარე გახდეს? დაგვცინით?

ეს პოსტი, შევარდნაძე-“ქართული ოცნების” დეზინფორმაცია, გამოაქვეყნა აგვისტოს თვეში, სრულიად უმიზეზოდ.

კომიკური სახე მიიღო უკვე პროცესმა. პარტიაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ყველა რგოლი უნდა დაკომპლექტდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანებით,”-წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ  ორ გუნდად გაყოფილი “ნაციონალურ მოძრაობის” წევრები შიდა კონსულტაციებისთვის ემზადებიან. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეხვედრა უახლოვეს მომავალში გაიმართება, სადაც გადაწყდება პოლიტიკური საბჭოს არჩევნების თარიღი. 

Related posts

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თამაზ გლურჯიძე თავისუფალია

რედაქტორი

ზუგდიდში, სოფელ ნარაზენში ახალი ამბულატორია გაიხსნა

რედაქტორი

საქართველოს “ევროვიზიაზე” ახალგაზრდა მომღერალი ოთო ნემსაძე წარადგენს [ვიდეო]

რედაქტორი

დატოვე კომენტარი