STV
არჩევნები 2020

“ამ სოფელმა კარგად იცის ოკუპაციის უმძიმესი ტვირთი”- ირაკლი ჩიქოვანი ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა

  • ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ორსანტიაში ადგილობრივებს შეხვდა.

,,დღის ბოლოს, სოფელ ორსანტიაში, ანტიფო ბუკიას ოჯახში ადგილობრივებს შევხვდით. ამ სოფელმა კარგად იცის ოკუპაციის უმძიმესი ტვირთი. ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე – შევეხეთ სოფლის მეურნეობას. წელს მოსახლეობას თხილის კარგი მოსავალი აქვს, რაც ეფექტური მუშაობის შედეგია. ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებულმა სამუშაოებმა, ასოციაციის და ფერმერების ერთობლივმა მუშაობამ შედეგი დადო. შევთანხმდით, რომ სოფლის მეურნეობა უფრო უნდა განვითარდეს, მოსახლეობაში ინტერესი კენკროვან კულტურებზე დიდია. ბოლო ორ წელიწადში ზუგდიდში 200 მილიონ ლარამდე მოხმარდა ინფრასტრუქტურის განახლებას. არ დარჩა სოფელი, სადაც ცენტრთან დამაკავშირებელი გზა მოწესრიგებული არ იყოს. ქალაქში კი, წლის ბოლომდე 60 რეაბილიტირებული ქუჩა გვექნება. მიუხედავად ამისა, საჭიროებები და პრობლემები დიდია და მის მოსაგვარებლად მაქსიმალურად მუშაობს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება“ – წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ჩიქოვანი.

Related posts

ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი ამოცანა იქნება ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მეტ განვითარებას უზრუნველყოფს

რედაქტორი

ირაკლი ხახუბია -ჩვენი ხელისუფლებისთვის განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მომავალი განათლებაშია

რედაქტორი

ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლება კვლავ მაქსიმალურად დაუდგება მოქალაქეებს ვისაც თანადგომა სჭირდება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი