- ანაკლიაში, პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“-ის მხარდაჭერით, სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
პროექტის მხარდასაჭერად ინვესტორს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 4 946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა.