STV
კულტურა

ანაკლიაში საერთაშორისო ფოლკლორულ-ლიტერატურული ფესტივალი ,,ანაკლია 2018“ გაიხსნა

ფესტივალი, ანაკლიის საერთაშორისო ლიტერატურული პროექტის დამფუძნებლის, თამაზ ჟორჟოლიანის ხსოვნას ეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ჩეჩნური, ინგუშური, ოსური, ჩერქეზული, აფხაზური, ქართული, აბაზინური და დაღესტნური ფოლკლორულ-ლიტერატურული ნიმუშები, კონფერენცია ასევე დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით. მონაწილეებმა ჩერქეზი ხალხის გენოციდის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ფესტივალში მონაწილეობას სტუმრები ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე ემიგრანტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან ღებულობენ.

ფესტივალს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, თამაზ ჟორჟოლიანის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.

ფესტივალს საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.

Related posts

ოთო ნემსაძე და ანსამბლი “შავნაბადა” თელ-ავივში დღეს გაემგზავრნენ

მომღერალი ოთო ნემსაძე სამეგრელოში ახალ კლიპს იღებს

რედაქტორი

ზუგდიდში, I V საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალი “ART-KOLKHI” ხვალიდან სტარტს აიღებს

დატოვე კომენტარი