რეგიონი

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები იწყება

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“ უკვე საქართველოშია და ის ამ წუთებში ანაკლიის სანაპიროსკენ მიემართება.

ანაკლიის პორტის მშენებლობისას დაგეგმილი საზღვაო სამუშაოები, მთლიანობაში, თავისი მასშტაბით და საინჟინრო გადაწყვეტით, საქართველოსთვის უპრეცედენტოა. მის ფარგლებში, გემ „ათენას“ გამოყენებით, ანაკლიის პორტში მოხდება ფსკერის დაღრმავება და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღება და ნაპირზე განთავსება. საზღვაო მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს.

ამ დროისათვის, ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მშენებლობის შემდეგი ეტაპისთვის მობილიზაცია დასრულებულია. ტერიტორიაზე თავმოყრილია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკა და სადრენაჟო სისტემა, რომელიც საქართველოში „ვან ოორდის“ გემებმა ჩამოიტანეს.

პორტის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 2.5 კმ სიგრძის წყალზე მოტივტივე მილები, ვერტიკალური დრენაჟები, რომელთა ჯამური სიგრძე 3,500 კმ-ს უტოლდება. აშენებულია 10 კმ-ის სიგრძის დამბა ზღვიდან ამოღებული დიდი რაოდენობით ქვიშის დასაკავებლად და 2,5 კმ-ის სიგრძის სამელიორაციო არხი. 110 ჰა ფართობის ტერიტორია სრულად გასუფთავებულია და მომზადებულია 5 მლნ კუბური მეტრის ქვიშის განსათავსებლად. მონტაჟდება წყლის მარეგულირებელი სპეციალური სისტემა. 110 ჰა ფართობის ტერიტორიაზე მოხსნილი და დასაწყობებულია მიწის ნაყოფიერი (ჰუმუსოვანი) ფენა.

Related posts

ზუგდიდში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო [ფოტო]

გიორგი გახარია – ზუგდიდში არჩევნები ცოტა უფრო ემოციურად მიმდინარეობს, თუმცა ყველაფერი არის ნორმალურად

წალენჯიხაში, საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის პროცესი დაიწყო

რედაქტორი

დატოვე კომენტარი