რეგიონი

ანაკლია-განმუხურში ტურისტული სეზონის სამზადისს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება – ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

ანაკლიაში ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება – ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის რეაბილიტაციის პროცესი.კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 129 650 ლარს შეადგენს. ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარეობს ბულვარისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები, ასევე წესრიგდება აკვაპარკის ტერიტორია.

Posted by STV.GE სამეგრელო on ხუთშაბათი, 28 მაისი, 2020

დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული განმუხურის ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 059 432 ლარით დაფინანსდა. აქტიურად მიმდინარეობს მდინარე ენგურის შესართავთან კაფე-რესტორნის რეაბილიტაციის პროცესი.

კაფე-რესტორანში დამონტაჟდა კიბე და ლიფტი, გაკეთდა შემინვა, გაიწმინდა და შეიღება შენობა. სამუშაოების დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება და მისი ღირებულება 2 129 650 ლარს შეადგენს. ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარეობს ბულვარისა და სანაპირო ზოლის მოწესრიგების სამუშაოები, ასევე წესრიგდება აკვაპარკის ტერიტორია.

Related posts

ჰიპერმარკეტ „კარფური“ -ს ფილიალი ზუგდიდში სექტემბრამდე გაიხსნება

რედაქტორი

ჩხოროწყუს მერმა ხაბუმეში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა

საშობაო ალილო სენაკის მუნიციპალიტეტში

დატოვე კომენტარი