პოლიტიკა

არის თუ არა რომა შამათავა მოღალატეების მკვლელი და რა იგულისხმა ანი წითლიძემ facebook პოსტში?

პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ანი წითლიძე სოციალურ ქსელში უკრაინაში ღალატისთვის მოკლული დენის კირეევის ფაქტს ეხმაურება. გაზიარებულ მასალას წითლიძე საკუთარ კომენტარს ურთავს და საზოგადოებას უხსნის, რომ ზუსტად მსგავსი ადამიანების მკვლელობისთვის იხდის სასჯელს რომა შამათავაც.

წითლიძის საჯარო პოსტიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ რომა შამათავამ ერის მოღალატეები მოკლა და სწორედ ამიტომ სჯის არსებული ხელისუფლება. მოღალატეები კი თავისთავად ის პირები გამოდიან, რომელთა მკვლელობისთვისაც (ცინდელიანი და პაატა ქარდავა) რომა შამათავა მსჯავრებულია.

გთავაზობთ პოსტს, რომელიც ქალბატონმა ანი წითლიძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:

“ამას აზიარებს აღფრთოვანებით ისეთი ხალხი ვინც მეუბნებოდა რომ რომა შამათავა დამნაშავეა და ციხეში უნდა იჯდეს, ისეთებიც, წარმოდგენა რომ არა აქვთ რის გამო ზის მაგრამ ჰგონიათ რომ უნდა იჯდეს, აი ისეთებიც, შუაშისტები. რომა შამათავა რა შუაშია?

კარგით ჩემო ძმებო, მაგ სიმართლით გიყვარდეთ ქვეყანა))ახალგაზრდებო არ იცით შამათავა ვინ არის და რატომ ზის ციხეში? უკრაინელი სამხედროებით ხომ აღფრთოვანებული ხართ? ჰოდა, ციხეში გიზით ეგეთი ერთ ერთი”-წერს წითლიძე

Related posts

გიორგი გახარია – პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება

რედაქტორი

ნათია თურნავა: იმისთვის, რომ ბილეთების ფასი იყოს ხელმისაწვდომი, სახელმწიფო შემოდის გარკვეული თანადაფინანსების სქემით

რედაქტორი

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი