სპორტი

არქეოლოგიური ექსპედიციისა და სენაკის მერიის გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

სენაკის სპორტის სასახლემ ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ქართულ-ბრიტანული არქეოლოგიური ექსპედიციის და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა.

ტრადიციულ მატჩს, რომელიც ყოველი წლის ივლისის თვეში იმართება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლები, ნოქალაქევის საზაფხულო სკოლაში ჩართული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

საინტერესო და დაძაბული მატჩი ანგარიშით – 3:0 – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის უპირატესობით დასრულდა.

გამარჯვებულ ფეხბურთელებს გარდამავალი თასი მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ გადასცა.

Related posts

ზუგდიდელი, 18 წლის ფეხბურთელი ლუკა მიქაია კვიპროსული ,,ანართოსისის” შემადგენლობაში ითამაშებს

ფოთის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

რედაქტორი

ზუგდიდში, „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი