რეგიონი

აუდიენციას სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში პირველი პრეზიდენტის ვაჟიც ესწრება

  • უკვე მეშვიდე საათია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება და აუდიენციას მართავს. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან ყოფილი მძევალი, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია. შს მინისტრს შენობაში შემსვლამდე მედიასთან კომემტარი არ გაუკეთებია.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია რომ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. 21 ოქტომბერს, “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებულმა პირმა ბანკის ანამშრომლები მძევლად აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა და უსაფრთხოების გარანტიას, წინააღმდეგ შემთხვევაში დატყვევებულთა დახოცვით იმუქრებოდა. მძევლების გათავისუფლების ოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა შენობა 3 მძევალთან ერთად დატოვა, მათ შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებული პირი დაკავებული არ არის.

Related posts

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

რედაქტორი

ემა გოგოხია, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს პოლიციაში უჩივის

რედაქტორი

ხობის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

რედაქტორი

დატოვე კომენტარი