ახალი ამბები პოლიტიკა

აშშ-ში ერთი თვის წინ გარდაცვლილ კანდიდატს ხმა მოსახლეობის 85%-მა მისცა

ამერიკის შეერთებული შტატებში, პენსილვანიის შტატში შუალედურ არჩევნებზე დემოკრატმა ენტონი დელუკამ ხმების 85%-ზე მეტი მოპოვა, თუმცა ის ერთი თვის წინ, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

დელუკას გარდაცვალების მომენტისთვის საარჩევნო ბიულეტენების შეცვლა ან მისი ადგილისთვის სხვა კანდიდატის წამოყენება უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ოპონენტმა ხმების 14%-ზე მეტი აიღო, დელუკას ამგვარმა გამარჯვებამ პენსილვანიაში სპეციალური არჩევნების დანიშვნა გამოიწვია, რომელიც მოგვიანებით გაიმართება.

Related posts

იდენტიფიცირებულ თავდამსხმელს ზუგდიდის ტყის მასივებში ეძებენ

რედაქტორი

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად აბასთუმანში, სასტუმრო “აბასთუმანი რეზიდენსში” ისვენებს

რედაქტორი

ივანიშვილი – მოღალატეები ცდილობენ მოღალატედ მონათლონ სალომე ზურაბიშვილი

რედაქტორი

დატოვე კომენტარი