რეგიონი

ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  • ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულისა და საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა. 

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონ 492 ათასი ლარი დაიხარჯა.

პროექტის შესაბამისად დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და ხიდბოგირები. მოსახლეობას კეთილმოწყობილ გზაზე უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების შესაძლებლობა აქვს.

მიმდინარე წელს, გზის სრული რეაბილიტაცია, ასევე განხორციელდა ზემო ქვალონში, ხოლო წინაგოლაში, კორცხოში, საჭოჭუოსა და საბაჟოში გზების კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა.

Related posts

საქართველოში სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა, 8 ივნისიდან არ განახლდება

რედაქტორი

სენაკში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 59 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

რედაქტორი

სენაკის აგრარული ბაზარი დაიხურა, ორშაბათიდან კი ზუგდიდის და ფოთის ბაზრებიც დაიხურება

რედაქტორი

დატოვე კომენტარი