რეგიონი

ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და რეაბილიტირებული სამკითხველო დარბაზი შეემატება

სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრციულ ერთეულში ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხი ადგილობრივებთან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში   გამართულ შეხვედრაზე წამოიჭრა.

მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი დაპირდა.

უახლოეს პერიოდში, სოფელს კეთილმოწყობილი ბიბლიოთეკა და რეაბილიტირებული სამკითხველო დარბაზი შეემატება.

პროექტს, რომლის ღირებულება 13 997 ლარს შეადგენს, ინდ. მეწარმე ,,გამზა როყვა“ ახორციელებს.

ბოლო წლების განმავლობაში, მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, აქ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა:

გაზიფიცირდა ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, ჩატარდა მასშტაბური ნაპირსამაგრი და სამელიორაციო სამუშაოები, მოეწყო გარე განათების სისტემა.

ბოლო 2 წლის მაძილზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, 17 ინფრასტრუქტული პროექტი განხორციელდა.

მოსაგვარებელი საკითხები ჯერ კიდევ არსებობს, რასაც  ეტაპობრივად გადაწყდება.

მოსახლეობისთვის პრობლემების დროული მოგვარება ადგილობრივი საქმიანობის უმთავრესი წარმმართველია.

Related posts

ზუგდიდში 720 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს

რედაქტორი

“ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი ღირებულება ადამიანია”-სენაკის მერის ერთწლიანი ანგარიში

გზების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულებში

დატოვე კომენტარი